პრემიერისგან დაველოდებით პასუხს, როგორ უნდა განიმუხტოს სიტუაცია, ბიზნესს, ქვეყანას რა შეიძლება ეშველოს – ბექა ბექაია

პრემიერისგან დაველოდებით პასუხს, რა შეიძლება შეიცვალოს ქვეყანაში, – ამის შესახებ „ნუტრიმაქსის“ მმართველმა პარტნიორმა, ბექა ბექაიამ პრემიერთან შეხვედრაზე შესვლის წინ განაცხადა.
„პრემიერისგან დაველოდებით პასუხს, რა შეიძლება შეიცვალოს ქვეყანაში. როგორ უნდა განიმუხტოს სიტუაცია, როგორ უნდა შემცირდეს პოლარიზაცია, ბიზნესს, ქვეყანას რა შეიძლება ეშველოს.
რა თქმა უნდა, [ბიზნესი] რთულ მდგომარეობაშია. გარკვეული სექტორები დღესაც არიან პრობლემის ქვეშ. ქვეყანაში ტურისტი აღარ ჩამოდის, სტუმარმასპინძლობის სექტორი რთულ მდგომარეობაშია, ასევე გარკვეული სექტორები… და პერსპექტივა არ ჩანს. ვფიქრობ, მთავარია მოხდეს დეესკალაცია. დეპოლარიზაცია, რადგან ასე შეუძლებელია ცხოვრება. შეიძლება იყოს ამის ერთ-ერთი გამოსავალი. დაველოდებით რას იტყვის პრემიერი“,- ამბობს ბექაია.