3 კოალიცია: ვიზიარებთ პრეზიდენტის პოზიციას, არჩევნების თარიღი მალევე უნდა ჩაინიშნოს

3 ოპოზიციური კოალიციის – ძლიერი საქართველოს, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა და კოალიცია ცვლილებისთვის წევრებმა ერთობლივ ბრიფინგზე თქვეს, რომ სრულად იზიარებენ საქართველოს პრეზიდენტის ს პოზიციას ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით.
ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში, თუ როდის უნდა ჩატარდეს ხელახალი – რა წესებით და პირობებში.
“ჩვენ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ვუერთდებით. არჩევნების თარიღი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაინიშნოს. მზად ვართ, არჩევნების თარიღსა და კონკრეტულ პირობებზე შეთანხმება სწორედ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის მეშვეობით მოხდეს. […]
ჩვენ ვაგრძელებთ სამუშაო ფორმატში მუშაობას ოპოზიციური პარტიები, მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა ერთადერთ საკითხზე დისკუსიაში – როდის უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები და რა წესებით და პირობებში უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, ანუ, ვიზიარებთ სრულად სალომე ზურაბიშვილის პოზიციას ამ საკითხთან. ვადის ათვლა დაწყებულია, ამ კვირაში საბოლოო პოზიციები უნდა ჩამოყალიბდეს ამ საკითხთან დაკავშირებით”, – თქვა მ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 22 დეკემბერს აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ მზადაა, მასთან ერთად ახალი არჩევნების თარიღი დანიშნოს.
პრეზიდენტი ამბობს, რომ არჩევნების დანიშვნის რიცხვი 29 დეკემბრამდე უნდა იყოს შეთანხმებული. პრეზიდენტის თქმით, მიმართვას ამასთან დაკავშირებით სასახლიდან ხვალ გაავრცელებს.
“მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს. მე მზად ვარ, რომ დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, ოღონდ არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29-მდე… მე ველოდები პასუხს, ეს ყველაფერი ნათელი რომ იყოს, სასახლიდან ჩავწერ სრულ სიტყვას, რადგან აქ არამხოლოდ სცენა და დაგვიპატიმრეს, როგორც ჩანს ხმაც დაგვიპატიმრეს. არა უშავს, შევხვდებით და გელოდებით”, – განაცხადა პრეზიდენტმა.