რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება დაიწყო – განუცხადეს TASS-ს ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სამინისტროში.
„დღეს, მოსკოვის დროით, 07:00 საათიდან დაიწყო რუსეთიდან ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება“, – თქვა მოქმედმა ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა ჯანსუხ ნანბამ.
როგორც ჩერნომორენერგოს პრესსამსახური იტყობინება, რუსეთიდან ნაკადის დაწყების შემდეგ, ძალაში შევიდა პირველ ნოემბერს შემოღებული ელექტროენერგიის მიწოდების წინა გრაფიკი, ოთხსაათიანი შეზღუდვით – 2 საათი დღის განმავლობაში და ღამით.
მიწოდებული ელექტროენერგიის ლიმიტი 327 მლნ კვტ/სთ-ია. Chernomorenergo-მ განაცხადა, რომ ეს მოცულობა, არსებული გამორთვის გრაფიკით, საკმარისი იქნება იანვრისა და თებერვლისთვის.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/81e84fbf-d450-44b7-86e1-9be7604cf7b6_tv_w1200_r1-xx4Tje-300x169.jpeg)