„ბანკებმა აშშ-ის მიერ სანქცირებული ყველა პირის მომსახურება უნდა შეწყვიტონ, რადგან ამის შემდეგ სწორედ მათ შეექმნებათ პრობლემა“- გიორგი კეპულაძე

,,საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე დარწმუნებულია, რომ კომერციული ბანკები საქართველოს პარტნიორი ქვეყნების გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან და სანქცირებულ ჩინოვნიკებს მომსახურებას არ გაუწევენ. კეპულაძის შეფასებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაზე მეტად სწორედ კომერციული ბანკები დაზარალდებიან.
რაც შეეხება ოცნების წევრებს, მათთვის ძალადობრივი ქმედებით გამოწვეული ყველა უარყოფითი შედეგი წინასწარ იყო ცნობილი, ამიტომაც შესაძლოა, ირაკლი სანქციებისთვის უკვე მზად იყოს.
,,სისტემა ამ უხეშ ძალაზე დგას, ამიტომ „ოცნებისთვის“, რა თქმა უნდა, სანქცირებული ადამიანები ძვირფასნი არიან, იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს სხვა დასაყრდენი აღარ დარჩა.
რაც შეეხება ფინანსურ საკითხს, უპირველესად, ბანკებმა -ის მიერ სანქცირებული ყველა პირის მომსახურება უნდა შეწყვიტონ, რადგან ამის შემდეგ სწორედ მათ შეექმნებათ პრობლემა. პრაგმატული თვალსაზრისითაც, დარწმუნებული ვარ, რომ ბანკები ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ისინი შეასრულებენ ვალდებულებებს, ანუ არ მოემსახურებიან სანქცირებულ პირებს. თუმცა, ხელისუფლებას რაღაც ხვრელები ყოველთვის რჩება, რომ აქედან გამოძვრეს. ნაღდი ანგარიშსწორებით ან რაღაც ფორმით, ალბათ, ამ სანქცირებულ ხალხს ანაზღაურებას შეუნარჩუნებენ. შეიძლება, ბიძინა ივანიშვილმა კონვერტითაც გამოუგზავნოს პრემიები იმის, გამო, რაც გააკეთეს.
კობახიძე მორალურად ემზადება, რომ ერთ დღეს მისი გვარიც აღმოჩნდება იემენელი ჰუსიტების გვერდით და მასაც დაასანქცირებენ.
სანქციებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ახსნა, რომ ეს ბერკეტია მათ ხელში; დასჯის მეთოდი კი არაა, არამედ იძულებაა, სწორი ნაბიჯები გადაიდგას. თუ საპირისპიროდ იქცევი, რა თქმა უნდა, აშშ იტოვებს უფლებას, უფრო მკაცრი ზომები მიიღოს შენ წინააღმდეგ“,- აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.