კობახიძე ფორმულაზე: არჩევნების შემდეგ ასეთ ნაცურ თავხედობებს კანონით უნდა გაეცეს პასუხი

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ტელეკომპანია ფორმულას კვლავ თავს დაესხა და კანონის სრული სიმკაცრით პასუხის გაცემითაც დაემუქრა. პარლამენტში ჟურნალისტმა ს უთხრა, რომ ტელეკომპანია ფორმულა დენდროლოგიურ პარკსა და ბაობაბების საკითხის “ნეგატიურ კონტექსტში” მოხსენიებას აგრძელებს.
“ეს არის ტიპური, ასე დავარქმევდი, ნაცური თავხედობა. ეს არის კეზერაშვილის ტელევიზია, რომელმაც სახელი გაითქვა კორუფციით, ყაჩაღობით და რეკეტით. ასეთი ადამიანის ტელევიზია ახლა საუბრობს ს მორიგ საქველმოქმედო პროექტზე. […] ეს არის ჩვეულებრივი ნაცური თავხედობა. დიდი ხნის განმავლობაში ცოტა ლოიალურად ვუყურებდით ნაცურ თავხედობებს, მაგრამ, მე მგონი, ს შემდეგ ასეთ ნაცურ თავხედობებს კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს პასუხი”, – თქვა კობახიძემ.