ოპოზიციას არათუ რევოლუციის მოხდენის, არამედ გეგმის თქმის რესურსი არ აქვს, დღეს რუსთაველზე გაკოტრებული პრეზიდენტი ვიხილეთ

ოპოზიციამ(სალომემ) აბუჩად აიგდო და მოატყუა ამომრჩეველი, ჯერ მოლოდინი გააჩინეს, ზურაბიშვილი სამოქმედო გეგმას გაგვაცნობსო, გამოვიდა რეზიდენტი და ბრძანა ჩემი გეგმა შემდეგია ვარ და ვიქნები! უკაცრავად? რას ნიშნავს ვარ და ვიქნები, ეს ხომ ამომრჩევლის დაცინვაა, ოპოზიციამ რეგიონებში ირბინა, ხარჯი გაწია, ხალხი ჩამოიყვანა, მოლოდინი გაუჩინა და გრანდიოზული გეგმის ნაცვლად უბრალოდ გადააგდეს, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე. მისივე თქმით, ოპოზიციას არათუ რევოლუციის მოხდენის, არამედ გეგმის თქმის რესურსი არ აქვს.
“ოპოზიციამ(სალომემ) აბუჩად აიგდო და მოატყუა ამომრჩეველი, ჯერ მოლოდინი გააჩინეს, ზურაბიშვილი სამოქმედო გეგმას გაგვაცნობსო, გამოვიდა რეზიდენტი და ბრძანა ჩემი გეგმა შემდეგია ვარ და ვიქნები! უკაცრავად? რას ნიშნავს ვარ და ვიქნები, ეს ხომ ამომრჩევლის დაცინვაა, ოპოზიციამ რეგიონებში ირბინა, ხარჯი გაწია, ხალხი ჩამოიყვანა, მოლოდინი გაუჩინა და გრანდიოზული გეგმის ნაცვლად უბრალოდ გადააგდეს (ხალხის ორგანიზებული ჩამოყვანის შესახებ განცხადება საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა)
ოპოზიციას არათუ რევოლუციის მოხდენის, არამედ გეგმის თქმის რესურსი არ აქვს, დღეს რუსთაველზე გაკოტრებული პრეზიდენტი ვიხილეთ, რომელიც მთელი დღის განმავლობაში უცნაური ქცევით გამოირჩეოდა, მარტო ის რად ღირს, ორბელიანების სასახლის მიმდებარედ ტრიბუნაზე თავხედურად რომ ავიდა, შემდეგ კი რუსთველზე ჰქონდა არაადეკვატური გამოსვლა… ფაქტია 29 რიცხვის მოახლოების პარალელურად, სალომე ზურაბიშვილის ფსიქიკური მდგომარეობა კრიტიკულად უარესდება…” – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი მოუწოდებდა ეუთოს, რომ მხარი დაეჭირა სირიის ახალი ხელისუფლებისადმი და სიტყვა არ იყო ნათქვამი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების გაწვევაზე. ჩვენი მოთხოვნით ეს საკითხი ჩაიწერა რეზოლუციაში

კანონის წინაშე ყველა თანასწორია. როგორც მე ვემორჩილები მის თითოეულ ნორმას, იგივე უნდა იყოს სხვისთვისაც – არავის აქვს უფლება, გამოგონილი ტყუილები თავისი პოლიტიკური მითების გასამყარებლად გამოიყენოს