გმირთა მოედანზე ვეტერანთა მარში და მსვლელობა სახელწოდებით „ანწუხელიძე“ დაიწყო

დედაქალაქში ვეტერანთა მარში და მსვლელობა სახელწოდებით „ანწუხელიძე“ მიმდინარეობს, რომელიც გმირთა მოედნიდან დაიწყო და საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას შეუერთდება.
ორივე მარშის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოს, ევროკავშირის და უკრაინის დროშები.
ასევე, ბანერი წარწერით:”ევროპულ მომავალს ვერ გადათელავთ”. ისმის შეძახილები: “საქართველოს გაუმარჯოს”.
მარშის მსვლელობისაც გაშლილი აქვთ ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ფოტო.
გმირთა მოედანზე მოძრაობა შეფერხებულია.
ცნობისთვის, მოქალაქეები უკვე 25-ე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)