ინგლისური ენის სპეციალისტები პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

ინგლისური ენის სპეციალისტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის V კორპუსიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
მსვლელობის მონაწილეები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მოითხოვენ აქციის დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას.
მსვლელობისას თან აქვთ პლაკატები წარწერით: „განათლება უნდა იყოს სახელმწიფოებრივი და არა პოლიტიზებული“, ასევე, საქართველოს და ევროკავშირის დროშები.
როგორც პედაგოგები აღნიშნავენ, ისინი “არალეგიტიმურ ხელისუფლებას” არ აღიარებენ.
„ჩვენ ნებისმიერი საგნის პედაგოგები და ლექტორები ყოველთვის ვიდექით ამჟამინდელი თუ ყოფილი მოსწავლეებისა და სტუდენტების გვერდით. ჩვენ ვითხოვთ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას. ვითხოვთ ს დანიშვნას, არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას“, – აღნიშნა მსვლელობისას ერთ-ერთმა პედაგოგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს