ალექს ჩიღვინაძე: ტიპებმა ორ წელიწადში დაჩქარებული წესით ავტორიტარიზმის დამყარება გადაწყვიტეს და პასუხად დემოკრატიის დაჩქარებული კურსები მიიღეს

“გუშინდელი დღის შემდეგ, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, ვინ არის მართლა უსამშობლო. ტიპებმა ორ წელიწადში დაჩქარებული წესით ავტორიტარიზმის დამყარება გადაწყვიტეს და პასუხად დემოკრატიის დაჩქარებული კურსები მიიღეს. პირდაპირი დემოკრატიის გაკვეთილები, რომლებიც 25 დღეა, უწყვეტად მიმდინარეობს მთელ ქვეყანაში. დედაც დედაა, მამაც მამაა, მოქალაქეც მოქალაქეა, ‘მაიდანი’ კი მოედანია: თავისუფლების მოედანი, რესპუბლიკის მოედანი, გმირთა მოედანი, 26 მაისის მოედანი,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ალექს ჩიღვინაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია