“მეც ვიყავი მიწვეული, მეც გავაუქმე ჩემი საწყალი 1500 ლარი” – მომღერლების ნაწილი მერიის კონცერტში მონაწილეობაზე უარს ამბობს

ბოლო დროს რუსთაველზე განვითარებული მოვლენების გამო ზოგიერთმა მომღერალმა საახალწლო კონცერტებში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა.

ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია გა­ი­მარ­თე­ბა თუ არა, 31 დე­კემ­ბრის გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტი, რო­მელ­საც ყო­ველ წელს მე­რია ატა­რებს. იმ მომ­ღერ­ლებს შო­რის, ვინც მე­რი­ას კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი უთხრა, მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი­ცაა, ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს

“იუ­მორს გა­ვუ­რევ, დღეს მე­პა­ტი­ე­ბა. მომ­ღერ­ლებ­მა ხომ გა­ა­უქ­მეს კონ­ცერ­ტე­ბი, ბევ­რი ხომ ჰქონ­დათ და მეც ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი 2-ში ბე­დო­ბას მე­რი­ის კონ­ცერ­ტზე. მეც გა­ვა­უქ­მე ჩემი სა­წყა­ლი 1500 ლარი, აბა, მეტი კონ­ცერ­ტი არ მქონ­და და…”, – წერს კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი.

მომ­ღერ­ლის სტა­ტუსს კო­ლე­გე­ბი გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ.
“ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ იცი ხომ?“ – წერს ნინი შერ­მა­დი­ნი ამე­რი­კი­დან

“მეც ეგ გა­ვა­უქ­მე, სა­წყა­ლი 1500 ლარი. რო­გორ მიყ­ვარ­ხარ არ იცი“ – წერს მომ­ღე­რა­ლი და­ვით არჩვა­ძე.

“ნუცა ბუ­ზა­ლა­ძეს რომ 18000 გა­და­უხ­დი და მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილს 1500 რა სირ­ცხვი­ლია“ – ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის სტა­ტუსს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ერთ-ერთი გა­მომ­წე­რი.

“არა მე ახა­ლი წლის კონ­ცერ­ტზე უნდა მემ­ღე­რა სა­დაც ბევ­რი მღე­რის და ნუ­ცამ მთლი­ა­ნი კონ­ცერ­ტი ჩა­ა­ტა­რა ( თან მე მომ­ღე­რა­ლი არ ვარ ასე რე­პერ­ტუ­ა­რით)“ – უპა­სუ­ხა კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერ კობახიძის ზეაქტუალური ინიციატივა, კომპლექსურად დარეგულირდეს კოსმოსური ფასნამატები ქსელურ მარკეტებში, ბიზნესზე ზეწოლა კი არა, კარტელური მტაცებლებისგან მომხმარებელთა დაცვაა

სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს პარტია ფედერალისტები, რომან გოცირიძე და ის 20 კაცი ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობა და აუხსნან დანარჩენ ქვეყანას, რომ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა მხოლოდ თავისუფალ კონკურენციაში მყოფ მაიონეზ სლობოდას შეუძლია

მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ, ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ