– არავითარი მუხლი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად – სალომე ზურაბიშვილმა რეალურად პრეზიდენტის რეზიდენცია აქცია ახალ ფანჩატურად

რეალურად, არავითარი მუხლი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად, ეუთო/ოდირმაც ბოლომდე გამოაცალა ყველანაირი საფუძველი რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერ მცდელობას, რომ განახორციელონ საბოტაჟი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობახიძის შეფასებით, „რადიკალური ოპოზიციის“ რიგებში ახლა ისტერიული მსჯელობები წარიმართება.
„გუშინ ასეთი ისტერიული მსჯელობა შედგა სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში, მან რეალურად პრეზიდენტის რეზიდენცია აქცია ახალ ფანჩატურად. ადრე იყო შალვა ნათელაშვილის ფანჩატური და ახლა არის სალომე ზურაბიშვილის ფანჩატური. ყველაზე დასანანი ის არის, რომ მან ასეთ სივრცედ აქცია სწორედ პრეზიდენტის სასახლე”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე ოპოზიციაზე – დაპირისპირება რომ იქნებოდა, თავიდანვე ცხადი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთობა და ერთიანი პლატფორმა – ბრძოლა მიდის, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია