პრემიერი – რასაც ველოდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ზუსტად იგივე ხდება, მათ შორის იმის ჩათვლით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ შეეგუებოდა თანამდებობის დატოვებას, შემოიკრებდა ამ თემის გარშემო რადიკალურ ოპოზიციას, ეს არის ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარი

რა სცენარიც ვითარდება ამ 1 თვის და ბოლო დღეების განმავლობაში, ის პირდაპირ იყო ასახული პრაქტიკულად „მაკკეინის ინსტიტუტის” ანგარიშში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს არის ის სცენარი, რომელიც დაწერილია ქვეყნის გარეთ.
„ჩვენი გუნდის წარმომადგენლები სიტყვა სიტყვით საუბრობდნენ იმაზე, თუ რა მოხდებოდა ს შემდეგ ჩვენს ქვეყანაში და ყველაფერი ახდა ზუსტად ისე, როგორც ამაზე გუნდის წევრები საუბრობდნენ. თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ კონკრეტული განცხადებები, რასაც აკეთებდნენ ჩვენი გუნდის წევრები, ჩვენი გუნდის ლიდერები, რასაც ველოდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ზუსტად იგივე ხდება, მათ შორის იმის ჩათვლით, რომ არ შეეგუებოდა თანამდებობის დატოვებას და ა.შ. ის შემოიკრებდა ამ თემის გარშემო რადიკალურ ოპოზიციას. ეს არის ის სცენარი, რომელიც დაწერილია ქვეყნის გარეთ. ეს ადამიანები არიან უბრალოდ უცხოელი აგენტები, რაც დაუწერეს „მაკკეინის ინსტიტუტის” პატრონებმა ამ ადამიანებს, უცხოელ აგენტებს საქართველოში, ზუსტად იმ სცენარს მიყვებიან. აქედანაც ჩანს კიდევ ერთხელ ის, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ნულოვანი დამოუკიდებლობა. ისინი არიან ჩვეულებრივად უცხოელი აგენტები და აკეთებენ არა იმას, რაც შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, არამედ იმას, რასაც ავალებენ უცხოელი პატრონები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს