Associated Press – წითელი ზღვის თავზე, ე.წ. „მეგობრული ცეცხლის“ შედეგად აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ორი მფრინავი ჩამოაგდეს, ორივე პილოტი გადარჩა

წითელი ზღვის თავზე, ე.წ. „მეგობრული ცეცხლის“ შედეგად აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ორი მფრინავი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ორივე პილოტი ცოცხალი გამოიყვანეს და ერთმა მცირე დაზიანებები მიიღო.
Associated Press-ი წერს, რომ აღნიშნული ინციდენტი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად საშიში გახდა წითელი ზღვის დერეფანი ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ მიერ გემებზე განხორციელებული თავდასხმების გამო, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ისა და ევროპის სამხედრო კოალიციები ამ ტერიტორიაზე პატრულირებენ.
„მართვადი სარაკეტო კრეისერი USS Gettysburg შეცდომით იქნა გასროლილი მოიერიშე თვითმფრინავი F/A-18-ი ჩამოაგო“, – ნათქვამია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
მფრინავები შემთხვევით მაშინ ჩამოაგდეს, როდესაც აშშ-ის სამხედროები „ჰუსიტი“ მეამბოხეების წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმებს ახორციელებდნენ. აშშ-ის სამხედრო ცენტრალურ სარდლობაში არ აკონკრეტებენ, რა მისიას ასრულებდნენ ისინი, თუმცა აცხადებენ, რომ მათმა სამხედრო ხომალდებმა და თვითმფრინავებმა მანამდე „ჰუსიტების“ დრონები და ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია