გერმანიის თავდაცვის მინისტრი – 2029-2030 წლისთვის პუტინმა შეიძლება ისე გააძლიეროს თავისი არმია, რომ რუსეთს ნატო-ზე დარტყმის შესაძლებლობა ჰქონდეს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი არ გამორიცხავს, რომ ნატო-ს ტერიტორიას რამდენიმე წელიწადში დაესხას თავს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
”თუ ჩვენ უგულებელვყოფთ საფრთხეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის დისკომფორტს გვიქმნის, ეს საფრთხე არ შემცირდება, არამედ მხოლოდ გაიზრდება”, – განაცხადა პისტორიუსმა.
მისი თქმით, ამ დროისთვის, ნატო-ზე რუსეთის სამხედრო თავდასხმა მოსალოდნელი არ არის.
ამავდროულად, მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინს თანმიმდევრულად გადაჰყავს თავისი ქვეყნის ეკონომიკას „საომარ რელსებზე“ – ახლა რამდენიმე თვეში უფრო მეტ იარაღსა და საბრძოლო მასალას აწარმოებს, ვიდრე ევროკავშირის ყველა ქვეყანა წელიწადში ერთად.
„2029-2030 წლისთვის პუტინმა შეიძლება ისე გააძლიეროს თავისი არმია, რომ რუსეთს ნატო-ზე დარტყმის შესაძლებლობა ჰქონდეს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უახლოეს წლებში პუტინი შეეცადოს ნატოს – ერთიანობის გამოცდას ალიანსის ტერიტორიის ამა თუ იმ ნაწილში შეჭრით“, – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა