“შშმ პირები შესაძლოა დარჩნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურებებს მიღმა” – განცხადება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათი მშობლები და ოჯახის წევრები, უფლებადამცველ ორგანიზაციები და აქტივისტები ხელახალი არჩევნების დანიშვნას და დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ დაკავებულთა შორის არიან შშმ პირებიც.
მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებული კრიზისი განსაკუთრებით უარყოფითად სწორედ შშმ პირებზე აისახება.
“ქვეყანა შესულია უკიდურეს კრიზისულ სიტუაციაში, რომლის დიდი ხნით გაგრძელება გამოიწვევს უდიდეს ზიანს, როგორც ქვეყნისთვის, ისე მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რომლებიც შესაძლოა დარჩნენ იმ მინიმალურ საბაზისო მომსახურებებს მიღმა, რაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი და ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვან წვლილს ასრულებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პოზიტიური ცვლილებების განხორციელებაში. სწორედ ამ პროცესმა დააჩქარა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სხვადასხვა ინკლუზიური ინიციატივის დანერგვა”, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც 130-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს, თუმცა სია განახლებადია.
ხელმომწერები “ქართულ ოცნებას” არალეგიტიმურ მთავრობად მოიხსენიებენ და აკრიტიკებენ მათ “ზღვარს გადაცილებული ძალადობას” მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ.
რამდენიმე დღის წინ, 18 დეკემბერ მათ თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე საპროტესტო მარში გამართეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს