სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია – პუტინი

ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში სა და -ს ურთიერთობაზე ილაპარაკა.
“სურვილის შემთხვევაში, რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია”. – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, რუსეთი მზად არის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების დასამყარებლად, ოღონდ, არა საკუთარი ინტერესების საზარალოდ.
რუსეთის პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ დასავლეთს დააბრალა “სიტუაციის ესკალაცია”:
“დასავლეთი ახდენს სიტუაციის ესკალაციას და რუსეთი ყოველთვის უპასუხებს ნებისმიერ გამოწვევას”.
ინტერვიუში პუტინმა ასევე თქვა, რომ წარსულში, როდესაც რუსეთი დასუსტებული იყო, მსოფლიო “ცივილურ სამყაროში მიღების ნაცვლად, მის მოკვლას ეცადა”.