რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – 5 ოლქში 42 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის ხუთ ოლქში 42 უკრაინული დრონი გაანადგურა, – ინფორმაციას ს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 42 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, – აცხადებენ უწყებაში.
მათი განმარტებით, 20 უპილოტო საფრენი აპარატი ორიოლის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, 8 – როსტოვისა და ბრიანსკის ოლქებში, 5 კურსკის ოლქში და ერთი კუბანის თავზე.

ასევე დაგაინტერესებთ