კონგრესმენი უილსონი: ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია, საქართველოს ერთადერი გზა – ახალი არჩევნებია

რესპუბლიკელი კონგრესმენი – ჯო უილსონი წერს, რომ ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც ეთანხმება – ახალი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობაში.
ამერიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი წერს, რომ ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც ის საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად მიიჩნევს.
“მქონდა კარგი სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. პოლიტიკური კრიზისის ამ ეტაპზე ის არის ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი. ვეთანხმები მას – წინსვლის ერთადერთი გზა საქართველოსთვის ახალი არჩევნებია. საქართველოს ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც წარმოადგენს მათ”, – წერს ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ჯო უილსონი, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკავშირე, საქართველოსთან დაკავშირებული „მეგობარი აქტის“ თანაავტორია. ეს კანონპროექტი აერთიანებს როგორც საქართველოს დახმარების გეგმას, ასევე მათ წინააღმდეგ გასატარებელ ზომებს – ვინც საქართველოში დემოკრატიას უთხრის ძირს. ეამდენიმე კვირის წინ მან განაცხადა, რომ აქტიურად მუშაობს პალატის ლიდერებთან, რათა „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ დამტკიცდეს და ამოქმედდეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს