კოლუმბიაში რეკორდული რაოდენობის, 380 ტონაზე მეტი ნარკოტიკი ამოიღეს

გლობალური ანტინარკოტიკული ოპერაცია კოლუმბიაში – ამოღებულია რეკორდული რაოდენობის, 380 ტონაზე მეტი ნარკოტიკი – ინფორმაციას კოლუმბიის საზღვაო ძალები ავრცელებს. 45-დღიან საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობა 42-მა ქვეყანამ მიიღო.
ამოღებულ ნარკოტიკებს შორის არის 195 ტონა კოკაინი, 175 ტონა მარიხუანა და 14 ტონა ჰაშიში. ოპერაციაში მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატები, ბელგია, ესპანეთი, ინდონეზია, სენეგალი, კოლუმბია და ბრაზილია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი