ეუთო/ოდირის დასკვნაში ყველა დარღვევა თავმოყრილია და დადასტურებულია – ეკა ბესელია

ეუთო/ოდირის დასკვნა-ყველაზე მძიმეა რაც კი ყოფილა აქამდე ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით – ასე ფიქრობს იურისტი .
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ეუთო/ოდირის დასკვნაში დასკვნაში ყველა დარღვევა დადასტურებულია, მათ შორის, დადატურდა ფარულობის პრინციპის ხელყოფაც.
მისივე შეფასებით, ამით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციურ კონტროლზე უარის თქმის ისტორიული სიმძიმე!
“ეუთო/ოდირის დასკვნა-ყველაზე მძიმეა რაც კი ყოფილა აქამდე ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით . დასკვნაში ყველა დარღვევა თავმოყრილია და დადასტურებულია: არ იყო თავისუფალი და სამართლიანი; დარღვევები ფარულობასთან დაკავშირებით; პროცედურებთან; ადმინისტრირებასთან; დაკვირვებასთან; სამართლებრივი დავების განხილვასთან დაკავშირებით; ხმის მიცემის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედება; არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა, სასამართლო განხილვის არადემოკრატიულობა და რა დარჩა?
არჩევნებმა შეარყია საზოგადოების ნდობა. ყველა დარღვევა დადასტურდა, რაც მნიშვნელოვანია კონსტიტუციური სტანდარტის – ფარულობის პრინციპის ხელყოფა.
სწორედ ამას ვითხოვდით საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის არ განხილული სარჩელით და ეს დარღვევაც დადასტურდა.
კიდევ ერთხელ გამოჩნდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციურ კონტროლზე უარის თქმის ისტორიული სიმძიმე! დანარჩენი საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია”, – წერს ეკა ბესელია.