ასე იცის გვარამიას კრიახზე აყოლამ – დიმიტრი სამხარაძე

ასე იცის გვარამიას კრიახზე აყოლამ, თაღლითი ხაზარაძის და მოღალატე გახარიას გვერდით დგომამ, დასაცინი რომ გახდით!”– წერს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე.
“მერამდენედ უნდა გაბოთაონ? მართლა გეგონათ, რომ ერისკაც ბიძინა ივანიშვილს დაამარცხებდით, სახელმწიფოს ჩამოშლიდით, სიმართლეს დაუპირისპირდებოდით და ჩვენი ქვეყნის ბედს ხელში ჩაგიგდებდით მეორედ? კიდევ რომ გეწამებინათ ხალხი, ბიზნესის რეკეტი მოგეწყოთ და საქართველოს მოქალაქეები დაგეჩაგრათ? იყავით ხომ ილუზიებში? არასოდეს! ვერ მოესწრებით ჩვენი სამშობლოს დაჩოქებას!
ის გაფიცულები და პეროიანი ნაცი მომღერლები სად ხართ? ვინც გაფიცვა შეწყვიტოს, ან კონცერტები განაახლოს, ყველას … გააგრძელეთ, ჩვენ ახალგაზრდებს მაინც არ დაუმახინჯდებათ თქვენი მოსმენით გემოვნება. დომინანტ მაჟორული გინდოდათ და მინორიც არ შეგრჩათ
დიდი მადლობა ქართული ოცნების მხარდამჭერებს, ამომრჩეველს! ყველას, ვინც ჩვენი და საქართველოს სიმართლეს იცავდა! ყველას გხედავდით და ვამაყობთ თქვენით
ხო, რომ იცოდეთ მოღალატეებსაც დიდი ყურადღებით გაკვირდებოდით”– წერს სამხარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი, ნაბიჯი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მისი პოტენციალის გამოყენებას და სახელმწიფოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას

გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა; ვინც ვერ ერკვევა და ნაცსპიკერობს, გრამატიკულ შეცდომებს მიხედოს