საერთაშორისო გაემოხმაურებები ეუთო/ოდირის ანგარიშზე

„ეს არ არის ის სტანდარტი, რასაც ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან ველით“, — ასე ეხმაურება შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ საბოლოო ანგარიშმა დაადასტურა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნები.
„ჩვენი სერიოზული შეშფოთება საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით დადასტურებულია ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშით. როდესაც არჩევნები დახარვეზებულია, დემოკრატიას საფრთხე ემუქრება“, — წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე X-ზე.
ODIHR-ის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს საქართველოს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი.
„არჩევნებში ხმის მიცემა შურისძიების შიშის გარეშე დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოს ბოლო არჩევნებში ეს დემოკრატიული უფლება კომპრომეტირებული იყო“, — წერს ვოლტონენი.
გერმანიის ბუნდესტაგის წევრი ფრანკ შვაბის შეფასებით, ეს არ არის მოხსენება რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს.
„გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი“, — წერს შვაბი X-ზე.
ამ თემაზე: https://netgazeti.ge/life/757103/

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ხერხეულიძე: დღეს ყოველი ჩვენგანი თავისუფალია და “ის” ერთი კაცია პატიმარი… რა კარგები ვართ, რა გადასარევები, როგორ მოგვწონს საკუთარი თავები თავისუფალ ცურვაში, სანამ მიშა ბორკილდადებული გვეგულება..

მიხეილ ყაველაშვილი – ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ – ყველა ჩვენგანმა ვერ უზრუნველვყავით, რომ მოვქცეულიყავით როგორც საქართველოს ხელისუფლებას შეეფერება, ვსაუბრობ წინამორბედებზე, მათ გარკვეული კითხვები დატოვეს