გაატანინა, თავადაც გაიტანა – ზივზივაძე შეუჩერებელია

მეორე ბუნდესლიგის მეჩვიდმეტე ტურში „კარლსრუე“ გასვლაზე „პადერბორნს“ 2:0 ამარცხებს.
სტუმრები ბუდუ ზივზივაძის პასით ვეტერანმა მარჯვენა მცველმა სებასტიან იუნგმა დააწინაურა. შემდეგ კი ზივზივაძემ მეკარე მარკუს შუბერტს ბურთი აართვა და ანგარიში გაზარდა.
ქართველის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირის 17 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ის ჩემპიონატის ბომბარდირია.