ისრაელმა ვერ გადაიტაცა ჰუთიტების მიერ გასროლილი რაკეტა

ისრაელის არმიამ 21 დეკემბერს გამოაცხადა, რომ მათ ვერ მოახერხა გადაეტაცა რაკეტა, რომელიც იემენელი მეამბოხეების, ჰუთის მიმდევრების მიერ იქნა ნასროლი.
შედეგად რაკეტა თელ-ავივში, იაფის რაიონში ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაშავდა 16 ადამიანი. Reuters-ის ცნობით, ბევრი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი. ეს ასეთი ტიპის მეორე თავდასხმაა ბოლო დღეებში, იტყობინება სააგენტო.
თვითონ ჰუთიტებმა განაცხადეს, რომ მათ „სამხედრო სამიზნეს“ იაფაში ბალისტიკური რაკეტა ესროლეს.
Reuters-ით თანახმად, დაშავებულებს მსუბუქი დაზიანება აქვთ, ზოგიერთი მათგანი საავადმყოფოში მოათავსეს.
ორი დღით ადრე ისრაელმა იერიში მიიტანა იემენის ნავსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იმ არეალებში, რომლებსაც ჰუთიტიები აკონტროლებენ. ისრაელმა გამოაცხადა, რომ მზად არის დაბომბოს სხვა არეალებიც.
იემენელმა ჰუთიტმა მეამბოხეებმა, რომლებსაც დაკავებული აქვთ იემენის დედაქალაქი, სანა და სხვა რეგიონები, არაერთხელ დაუშინეს რაკეტები და დრონები ისრაელს და განაცხადეს, რომ ეს პალესტინელების და ჰამასის (-ი და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება, რომელსაც 2023 წლის ოქტომბრის მერე ომის აქვს ისრაელთან) მიმართ სოლიდარობის აქტია.
ჰუთის მიმდევრებს მხარს უჭერს და დახმარებას უწევს ირანის ისლამური რესპუბლიკა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ხერხეულიძე: დღეს ყოველი ჩვენგანი თავისუფალია და “ის” ერთი კაცია პატიმარი… რა კარგები ვართ, რა გადასარევები, როგორ მოგვწონს საკუთარი თავები თავისუფალ ცურვაში, სანამ მიშა ბორკილდადებული გვეგულება..

მიხეილ ყაველაშვილი – ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ – ყველა ჩვენგანმა ვერ უზრუნველვყავით, რომ მოვქცეულიყავით როგორც საქართველოს ხელისუფლებას შეეფერება, ვსაუბრობ წინამორბედებზე, მათ გარკვეული კითხვები დატოვეს