არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი და რძალი შვილებთან ერთად საქართველოში დაბრუნდნენ. ბერა და ნანუკა კოვიდ პანდემიის დაწყების შემდეგ ჯერ სამხრეთ კორეაში, შემდეგ კი ბრაზილიაში ცხოვრობდნენ. იქ დაიბადა მათი უმცროსი შვილიც.
- ახლახან ინსტაგრამზე წყვილმა ვიდეოების სერია გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მათთან სტუმრად ბრაზილიელი ინფლუენსერია ჩამოსული. ვიდეოები მაღალმთიან აჭარაში, კურორტ გოდერძიზეა გადაღებული და შესანიშნავ დროს ატარებენ.
ერთ-ერთ ვიდეოზე ჯესიკა წერს:
“ეს ვიდეო ალბათ გახსენებთ რომელიმე ფილმს?! საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ნამდვილად მომხიბლა! საკვები (ხაჭაპური, ხინკალი, ქაბაბი), თბილი მასპინძლობა, საოცარი ლანდშაფტები… ძალიან მადლობელი ვარ, რომ გავიცანი ეს უნიკალური ქვეყანა! ბერა და ნანუკა, თქვენ დიდი სიყვარული და მადლიერება! თქვენი ქვეყნის და თქვენი გაცნობა ჩემი ცხოვრების უდიდესი საჩუქარი იყო!
ვინ არის ჯესიკა კაიანი იგივე Gkay
ახალგაზრდა ბრაზილიელი მსახიობი და კონტენტ-კრეატორი, ცნობილი გახდა თავისი ენერგიული და ხალისიანი ვიდეოებით სოციალურ ქსელებში. ის დაიბადა 1992 წლის 3 დეკემბერს, ბრაზილიის პატარა ქალაქში, სახელად სოლანეა. ჯესიკა თავდაპირველად პოპულარული გახდა სოციალური ქსელებში, განსაკუთრებით Instagram-სა და YouTube-ზე, სადაც ის ყოველდღიურ ამზადებდა კომედიურ ვიდეოებს. Farofa da Gkay – ასე ჰქვია მის მიერ ორგანიზებული წვეულებას, რომელიც ბრაზილიაში შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა. ის სამი დღის განმავლობაში გრძელდება და სტუმრებს შორის არიან ცნობილი ადამიანები, ინფლუენსერები და მსახიობები. ღონისძიება უამრავ ყურადღებას იპყრობს სოციალური ქსელებში თავისი მასშტაბურობითა და ფუფუნებით. ჯესიკა მონაწილეობდა ბრაზილიურ კომედიურ ფილმებსა და სერიალებში. ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინფლუენსერია ბრაზილიაში, რომელსაც Instagram-ზე 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. მისი შემოქმედებითი კონტენტი მოიცავს მხიარულ ვიდეოებს, მოდას, მოგზაურობას და ბრენდებთან თანამშრომლობას.