სახელმწიფო დაფინანსების არჩევის შემთხვევაში, მშობიარეს პირადი ექიმის აყვანის ან სპეციალური პალატის აღების საშუალება აღარ ექნება

მშობიარობის დაფინანსება DRG მეთოდზე გადადის – ბუნებრივი მშობიარობაც და საკეისრო კვეთაც ბიუჯეტიდან 1200 ლარით დაფინანსდება. თუმცა, ახალი მიდგომა პაციენტებს არჩევანის თავისუფლებას უზღუდავს.
სახელმწიფო დაფინანსებით სარგებლობის შემთხვევაში, პაციენტს აღარ შეეძლება, რომ პირადი ექიმი აიყვანოს ან სპეციალური პალატა აიღოს. ხოლო თუ პაციენტი მაინც გადაწყვეტს, რომ პირადი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმშობიაროს, მას სახელმწიფოს დაფინანსება სრულად მოეხსნება.
შეგახსენებთ, რომ მანამდე არსებული მიდგომით, სახელმწიფო მშობიარობის თანხის ნაწილს აფინანსებდა. დამატებით საჭიროებებს კი ორსულები პირადი თანხებით ფარავდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით