თინა ბოკუჩავა – პრეზიდენტი, რომელმაც გზა გაუხსნა ქვეყანას ევროპისკენ, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, იდევნება უდიდესი რეფორმატორული მიღწევებისთვის – ეს ეროვნული სირცხვილი უნდა დავასრულოთ!

პრეზიდენტი, რომელმაც გზა გაუხსნა ქვეყანას ევროპისკენ, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, დღეს იდევნება სწორედ იმ უდიდესი რეფორმატორული მიღწევებისთვის, რაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განხორციელდა, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
კოალიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მომხრეები და პარტიის ლიდერები „ვივამედის“ ეზოში შეიკრიბნენ.
“პრეზიდენტი, რომელმაც გზა გაუხსნა ქვეყანას ევროპისკენ, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, დღეს იდევნება სწორედ იმ უდიდესი რეფორმატორული მიღწევებისთვის, რაც განხორციელდა ვარდების რევოლუციის შემდეგ. ჩვენ ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დავასრულოთ, ეს ეროვნული სირცხვილი უნდა დავასრულოთ და ქვეყანა უნდა დავაბრუნოთ ევროპული განვითარების გზაზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიაში ქართველმა ემიგრანტებმა ბუნდესტაგის მმართველი კოალიციის წევრებთან შეხვედრები გამართეს – ქიმიური იარაღით შესაძლო მოწამვლაზე საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნა…

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი – მოსკოვურმა არსებებმა: ივანიშვილმა, კობახიძემ უნდა დატოვონ ქვეყანა და საშუალება მისცენ ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას, გააგრძელონ თავიანთი გზა ევროპულ საქართველოსკენ