ევროკავშირის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანი – ვიხილავთ ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას – საქართველოსთვის საუკეთესოს იმედი მაქვს

ვფიქრობ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით საბჭოში სირთულეები არ არსებობს, – ამის შესახებ ევროკავშირის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანმა, პასკალ იგნასიო ნავარო რიოსმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
მისი თქმით, საბჭოს თავმჯდომარეობის წინადადება კომისიის რეკომენდაციებს უნდა შეესაბამებოდეს.
„ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით საბჭოში სირთულეები არ არსებობს. ჩვენ ვიხილავთ ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ საბჭოს თავმჯდომარეობის წინადადება კომისიის რეკომენდაციებს უნდა შეესაბამებოდეს. საქართველოსთვის საუკეთესოს იმედი მაქვს“, – აღნიშნა ევროკავშირის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით