ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ვიეტნამში ჩავიდა

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ვიეტნამში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
„ჩინეთი დიდი ხანია რაც ვიეტნამის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო ვიეტნამი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში ჩინეთის უმსხვილეს პარტნიორს წარმოადგენს“, – განაცხადა სი ძინპინმა ვიეტნამში გამგზავრებამდე.
ჩინეთის პრეზიდენტს ჰანოის აეროპორტში ვიეტნამის პრემიერ-მინისტრი, ფამ მინ ჩინი დახვდა.
ცნობისთვის, ვიეტნამში სი ძინპინის დღევანდელი ვიზიტი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველია.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”