“ამ ეტაპზე ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეჩერებულია” – დონარუმა პსჟ-ს დატოვებს?

“პარი სენ ჟერმენის” მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს.
დონარუმას აგენტის, ენცო რაიოლას თქმით, ამ ეტაპზე პარიზულ კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე საუბარი შეჩერებულია.
“ახალი კონტრაქტი პსჟ-სთან? ჯერჯერობით მოლაპარაკებები შეჩერებულია. ვნახოთ რა იქნება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
დაბრუნება სერია A-ში? ფეხბურთში არასოდეს თქვა არასოდეს, თუმცა ამ ეტაპზე ჯიჯი მთლიანად “პარი სენ ჟერმენზეა” კონცენტრირებული”, – განაცხადა ენცო რაიოლამ Radio Sportiva-სთან ინტერვიუში.