შალვა პაპუაშვილი – ეუთო/ოდირის დასკვნამ საბოლოოდ დაამსხვრია მითი ბიულეტენების მონიშვნის საყოველთაო გაჟონვის შესახებ

ეუთო/ოდირის დასკვნამ საბოლოოდ დაამსხვრია მითი ბიულეტენების მონიშვნის საყოველთაო გაჟონვის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეუთო/ოდირის ანგარიშის თანახმად მათ დაკვირვებების 94% მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა საერთოდ არ დაუფიქსირებიათ.
„ბოლო ხავსი, რომელსაც რადიკალური პარტიები, ენჯეოები და დან მეხუთე დღეს ჩაეჭიდნენ: საარჩევნო ბიულეტენზე მარკირების მეორე მხარეს გაჟონვა. შეგახსენებთ, რომ ამ საბაბით ისინი უბნების 90%-ის ბათილად ცნობას და ამით ახლადარჩეული პარლამენტის შეკრების ჩაშლას ცდილობდნენ. ეუთო/ოდირის ანგარიშის თანახმად მათ დაკვირვებების 94% მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა საერთოდ არ დაუფიქსირებიათ. დაკვირვების მხოლოდ 6%-ში მათ მართალია დააფიქსირეს მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა, თუმცა, მათი შეფასებით ამას მხოლოდ პოტენციურად შეეძლო ფარულობის დარღვევა; ხაზს ვუსვამ, რომელსაც მხოლოდ „პოტენციურად შეეძლო ფარულობის დარღვევა“ და არა „რომლითაც ფარულობა დაირღვა“. ამასთან ეუთო/ოდირი ფარულობის დარღვევის რისკის შემცველ მთავარ გარემოებებად აბსოლუტურად სხვა საკითხებს ასახელებს. ესენია: თავად ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის არასწორად განთავსება, უბანზე ხალხის დიდი რაოდენობა, უბნის შიდა პერიმეტრის მოწყობა და ა.შ. ასე, რომ მითი ბიულეტენის მონიშვნის საყოველთაო გაჟონვის შესახებ საბოლოოდ დაიმსხვრა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნეით სიბლი – ივანიშვილის მსგავს კლეპტოკრატებს არ უნდა შეეძლოთ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების მათი მოპარული სიმდიდრის გასათეთრებლად გამოყენება, მაგრამ თუ ამას აკეთებენ, ამიერიდან უნდა იცხოვრონ შიშით, რომ ბრიტანეთი სანქციების ძალას გამოიყენებს