შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, შალვა ბედოიძე ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლატვიის რესპუბლიკის პოლიციის 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი – თეიმურაზ კუპატაძე.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ლატვიის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსმა არმანდს რუკსმა უმასპინძლა.
ვიზიტის განმავლობაში, გაიმართა შეხვედრები შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციასა და ლატვიის რესპუბლიკის პოლიციის ხელმძღვანელ პირებს შორის.
შეხვედრებზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გამოხატეს მზაობა, რომ მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…