დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი მოითხოვონ — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება ეუთო/ოდირის არჩევნების შემფასებელი მისიის დასკვნის ინტერპრეტაციას „ქართული ოცნების“ მიერ.
„როცა მმართველი პარტია აცხადებს, რომ „ღირსების ორდენით“ დააჯილდოებს რეპრესიული აპარატის მაღალჩინოსნებს, რომლებიც ახლა დაასანქცირეს, როგორი უნდა იყოს რეაგირება? სწორედ ახლა, „ქართული ოცნება“ და პროპაგანდისტული არხი „იმედი ტვ“ აცხადებენ, რომ ეუთო აღიარებს საქართველოს არჩევნების ლეგიტიმურობას. უცხოურ განცხადებებზე ტყუილი წესად იქცა… ძველი საბჭოთა ჩვევაა. დროა, ჩვენმა პარტნიორებმა მოითხოვონ ახალი “, — წერს ზურაბიშვილი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია