ეუთო/ოდირის დასკვნა 26 ოქტომბრის არჩევნების არაღიარებას ნიშნავს – პაპუნა ჯანელიძე

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე ეუთო/ოდირი საბოლოო დასკვნას ეხმიანება, რომელიც 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხება.
მისი თქმით, 2024 წლის ანგარიშში, ს არ აღიარებას ნიშნავს რადგან 2020 წლის ანგარიშისგან განსხვავებით წლევანდელ ანგარიშში არ წერია, რომ არჩევნები ძირითადი თავისუფლების დაცვით ჩატარდა.
“მარტივად რომ ავხსნათ ეუთო/ოდირის დასკვნა: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასკვნაში (თანდართულია ფოტო), მიუხედავად მრავალი დარღვევისა, ეწერა, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა.
ასეთი დასკვნა არ არსებობს 2024 წლის ანგარიშში, რაც ფაქტიურად ნიშნავს არჩევნების არ აღიარებას”, – წერს იგი.