ახალი არჩევნები იქნება ერთადერთი განმუხტვა, რომელიც ბიზნესს კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება – კახა შარაბიძე

BLB-ს დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, კახა შარაბიძე ამბობს, რომ არსებული ვითარების ფონზე, ბიზნესზე წნეხი მზარდია, ქვეყანას კი ძალიან ცუდი საინვესტიციო იმიჯი აქვს.
როგორც მან BMG-სთან განაცხადა, პროექტების პირველი დაპაუზება ჯერ კიდევ “რუსული კანონის” პროცესების დროს დაიწყო, თუმცა მაშინ იყო მოლოდინი, რომ ს შემდგომ ვითარება განიმუხტებოდა, რაც ასე არ მოხდა.
შარაბიძე მიიჩნევს, რომ ახალი არჩევნებია ნაბიჯი, რომელიც ბიზნესს კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება.