მიხეილ სააკაშვილი – საერთოდ, ევროსაბჭოს გენერალურ მდივნებს ახასიათებთ დიქტატორებზე მიყიდვა, ერთ-ერთმა მათგანმა „პოდმოსკოვიეში“ უფასოდ მიიღო მიწის ნაკვეთი

ბოლოს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში 2004 წელს ჩამოვიდა ასლან აბაშიძის გადასარჩენად და ეს ვიზიტი წარუმატებელი აღმოჩნდა – საერთოდ, ევროსაბჭოს გენერალურ მდივნებს ახასიათებთ დიქტატორებზე მიყიდვა, ერთ-ერთმა მათგანმა „პოდმოსკოვიეში“ უფასოდ მიიღო მიწის ნაკვეთი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
ამით სააკაშვილი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს საქართველოში ვიზიტს და მის დღევანდელ პრესკონფერენციას გამოეხმაურა.
„ბოლოს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში 2004 წელს ჩამოვიდა ასლან აბაშიძის გადასარჩენად. მაშინდელი ევროსაბჭოს გენერალური მდივნისთვის, ვალტერ შუმერისთვის, ძალზე უადგილო და წარუმატებელი ვიზიტი აღმოჩნდა.
საერთოდ, ევროსაბჭოს გენერალურ მდივნებს ახასიათებთ დიქტატორებზე მიყიდვა, ერთ-ერთმა მათგანმა “პოდმოსკოვიეში” უფასოდ მიიღო მიწის ნაკვეთი,“ – წერს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!