რა დაუწერა ნათია მეზვრიშვილმა “იმედს” და რატომ “გადაფსიხდნენ” ისინი

ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ იმედს კომენტარი დაუწერა ისინი კი სრულიად გადაფსიხდნენ.

“ერთი რამე უნდა ესმოდეს ყველას “ოცნებაშიც” და დასავლეთშიც: ქართველ ხალხს აქვს ორი მოთხოვნა – დაკავებულების გათავისუფლება და ახალი . ვისაც ქართველი ხალხის და საქართველოს დახმარება უნდა, უნდა დაეხმაროს ისე, როგორც ამას აკეთებენ ამერიკელები, ბრიტანელები, ბალტიისპირეთი და ბევრი სხვა – ხალხს ეხმარებიან მათი მოთხოვნების რეალიზებაში. “ოცნება” ბერსეს მონაწილეობით რასაც აკეთებს, ამას ჰქვია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ და არალეგიტიმურებთან კოლაბორაციით. “ოცნების” ამ ნაბიჯმა მთლიანად ჩამოანგრია მათივე პროპაგანდა, რომ თურმე უცხოელების ჩარევას არ დაუშვებენ საქართველოს საქმეებში. სინამდვილეში დაუშვებენ, როცა ეს “ოცნების” ინტერესშია და სუვერენიტეტიც და დამოუკიდებლობაც სულ ფეხებზე ჰკიდიათ.

ამიტომ, კარგად რომ გაიგოთ ქართული ოცნება / Georgian Dream TV Imedi: ქართველი ხალხი არ დაუშვებს ვიღაც ბერსეების ჩარევას იქ, სადაც მათი ადგილი არაა და მითუმეტეს ისეთი ფორმით, რაც არათუ ეხმარება ხალხს მოთხოვნების რეალიზებაში, არამედ გეხმარებათ თქვენ, არალეგიტიმურებს უკანონო ძალაუფლების განმტკიცებაში.

ეს კომენტარი დავუწერე იმედს, ეტკინათ და სრულიად გადაფსიხდნენ.

ასე ჩამოგემხობათ ყველა პროპაგანდა თავზე” – წერს ნათია მეზვრიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გაკოტრებული ოპოზიცია ფონს გასვლას, დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, დღეს ახალი ფეიკი გაავრცელეს, თითქოს მიშა მესხი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლად დაინიშნა. მიშა მესხის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა მოკლე ფეხებიანიტყუილია

მიშა მესხი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე იყო მიწვეული , წამსვე ლიბერდებილების მხედველობის ქვეშ მოექცა და ფეიკს ფეიკზე უგონებენ- ეს ხომ ერთდღიანი ტყუილია, რომლის შემოწმებასაც წუთიც არ სჭირდება