ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ავსტრალიის ელჩს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ავსტრალიის ელჩს, მაილს რობერტ არმიტიჯს (რეზიდენციით ქ. ანკარაში) შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა არჩევნების შემდგომ არსებული შიდაპოლიტიკური ვითარება განიხილეს. შეხვედრისას მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.
„საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს საპარლამენტო დღის წესრიგზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში