გლობალურმა საფონდო ბირჟებმა ზარალი განიცადეს – რას უკავშირდება აქციებზე ფასების დაცემა?

დღეს გლობალურმა საფონდო ბირჟებმა ზარალი განიცადეს. ევროპული აქციები ზეწოლის ქვეშ მოექცა და 1%-ით დაეცა, ხოლო -ის ინდექსის ფიუჩერსები 0.7-1.1%-ით დაეცა.
როგორც Reuters-ი წერს, ეს ფაქტი ს განცხადებას უკავშირდება. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ის ახალ ტარიფებს დააწესებს, თუ ევროპის რეგიონში მომხმარებლები არ გაზრდიან აშშ-ს ნავთობისა და გაზის შესყიდვას.
ამერიკულ საფონდო ბირჟაზე ბოლო სავაჭრო სესია შემდეგი შედეგებით დასრულდა:
S&P 500 Index: -0.09%
Nasdaq Index: -0.10%
Dow Jones Index: +0.04%
ევროპის საფონდო ბირჟაზე კი ბოლო სავაჭრო სესია შემდეგი შედეგებით დასრულდა:
Europe Stoxx 600: -0.92%
London FTSE 100: -0.49%
Frankfurt DAX: -1.11%.
სასაქონლო ბირჟებზე ასეთი ვითარებაა:
ნავთობი:
WTI: $69 (-0.6%)
Brent: $72 ( -0.6%)
RUS Urals: $68 (+2.1%)
გაზი:
EU TFF: €44 (+1.5%)
US Gas: $3.6 (+1.4%)
ოქრო: $2,695 (+0.5%).