დღეს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი შინაგან საქმეთა სამინისტრო დაასანქცირეს, მაგრამ თავის დროზე ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, არ დაუსანქცირებიათ, ეს არის აღიარება იმისა, რომ „ნაცმაიდნის“ მცდელობა სანქციების ავტორების მხრიდან იყო კოორდინირებული

დღეს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი შინაგან საქმეთა სამინისტრო დაასანქცირეს, მაგრამ თავის დროზე ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, არ დაუსანქცირებიათ, ეს არის აღიარება იმისა, რომ „ნაცმაიდნის“ მცდელობა სანქციების ავტორების მხრიდან იყო კოორდინირებული
-ის მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება არის მორიგი ანტიქართული გადაწყვეტილება და აქაც ჩანს deep state-ის ხელი და არაფორმალური გავლენები, რაც ამ გადაწყვეტილების უკან იდგა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ აშშ-ის მიერ -ს მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მთლიანობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციებისას ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა.
„საქართველოში იყო ძალიან უხეში მცდელობა, მოეწყოთ „ნაცმაიდანი“ და იცით, როგორ სრულდება ხოლმე ასეთი პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, ში როდესაც მოეწყო მაიდანი, 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ამ პროცესების შედეგად და 2 ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის უმძიმესი ფორმით. საიდან იყო კოორდინირებული ეს მაიდანი, ესეც ყველას ძალიან კარგად ახსოვს. რაც შეეხება საფრანგეთს, „ყვითელი ჟილეტის“ ცნობილ პროტესტს, 11 ადამიანი დაიღუპა ამ პროტესტის მსვლელობისას, 4 400-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრუტალური მოქმედებების შედეგად. გახსოვთ, როგორ წარიმართა პროცესები აშშ-ში, როდესაც ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა კაპიტოლიუმში, კაცს პირდაპირ ტყვია ესროლეს და ადგილზე მოკლეს. წარმოიდგინეთ, საქართველოში ასეთი რამ როგორ შეიძლება მოხდეს. როდესაც ვსაუბრობთ, რომ საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით, გვაქვს კონკრეტული მაგალითები ამისთვის. ასეთი რამ წარმოუდგენელი იქნებოდა საქართველოში, თუმცა ამერიკაში ისე გაიარა ამ მოვლენებმა, ამას რაიმე განსაკუთრებული პროტესტი არ მოჰყოლია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ იგივე მოხდა საფრანგეთსა და უკრაინაშიც.
მთავრობის მეთაურის თქმით, აშშ-შიც უამრავი ადამიანი დაშავდა და დააპატიმრეს და ადამიანები 4 წლის წინ ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელს დღემდე იხდიან.
„საქართველოს პრაქტიკაში შეგვიძლია გავიხსენოთ 2011 წლის 26 მაისი, 4 კაცი მოკლეს მშვიდობიან დემონსტრაციაზე. ეს გააკეთა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა. გახსოვთ, როგორ მოქმედებდა მათი ერთ-ერთი ფავორიტი გიორგი გახარია. 2019 წლის ივნისში, იყო ძალადობრივი აქცია, რომელსაც ვიღაცები მაშინაც მშვიდობიანად ნათლავდნენ და აგხარიას მინისტრობის პერიოდში 7-მა ადამიანმა მიიღო უმძიმესი დაზიანება, რისი აუცილებლობაც ნამდვილად არ არსებობდა.
წყლის ჭავლის და გაზის გამოყენების შემთხვევაში თავიდან შეიძლებოდა ამ შედეგის არიდება, თუმცა სწორედ მათი ფავორიტი გახარიას მოქმედებების შედეგად, 7-მა ადამიანმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რამაც კვალი დატოვა მათ ჯანმრთელობაზე, აქედან ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი. არც იმ ქვეყნებში, რომელზეც ვისაუბრე და არც საქართველოში 2011 წელს ან 2019 წელს, გახარიას ვგულისხმობ, არავინ დაუსანქცირებიათ.
რატომ? იმიტომ, რომ არსებობს ორმაგი სტანდარტი, დღეს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი შინაგან საქმეთა სამინისტრო დაასანქცირეს, მაგრამ თავის დროზე ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, არ დაუსანქცირებიათ. ეს არის რეალური სურათი, დანარჩენზე საზოგადოებაც იმსჯელებს. ეს არის აღიარება იმისა, რომ „ნაცმაიდნის“ მცდელობა სანქციების ავტორების მხრიდან იყო კოორდინირებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რასაც ველოდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ზუსტად იგივე ხდება, მათ შორის იმის ჩათვლით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ შეეგუებოდა თანამდებობის დატოვებას, შემოიკრებდა ამ თემის გარშემო რადიკალურ ოპოზიციას, ეს არის ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარი

მგონია, სალომე ზურაბიშვილს მაინც ეყოფა გონიერება, რომ არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას