ევროსაბჭოს გენერალურ მდივანსა და პრემიერს შორის გამართული საუბარი ნებისმიერ კანონზე ან სხვა თვისობრივ საკითხებზე, უკვე არის მთავრობის ლეგიტიმაციის აღიარება და ოპოზიცია თავს ნუღარ იტყუებს

ევროსაბჭოს გენერალურ მდივანსა და პრემიერს შორის გამართული საუბარი ნებისმიერ კანონზე ან სხვა თვისობრივ საკითხებზე, უკვე არის მთავრობის ლეგიტიმაციის აღიარება და ოპოზიცია თავს ნუღარ იტყუებს
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს საქართველოში ვიზიტს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ალენ ბერსეს ვიზიტის შემდეგ საპროტესტო აქციებმა მნიშვნელობა დაკარგა.
მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ალენ ბერსეს ვიზიტის შემდეგ ახალი თავსატეხი გაუჩნდა – როგორ განაგრძონ აქციები, შეინარჩუნონ პროტესტის მუხტი 20 იანვრამდე და როგორ აიძულონ , გაჰყვეს წინამორბედის პოლიტიკას საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.
„ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტმა საქართველოში ცხადყო მათი პოზიცია და უკან დახევა ქართველი ხალხის არჩევანის წინაშე. ოპოზიციის აბსურდული ბრალდება, რომ ხელისუფლებამ მას 300 000 ხმა მოჰპარა, იმდენად სასაცილოდ ჟღერს, რომ რიგი ევროპელი ლიდერისთვის ამის აღიარება თავმოყვარეობის საკითხია. მათ შორის აღმოჩნდა ევროსაბჭოს გენერალური მდივანიც, რომელსაც ერთხელაც არ უხსენებია ს ლეგიტიმაცია. თქვა, რომ ამაზე შესაბამისი დასკვნა დაიდება, საუბარია ეუთო ოდირის დასკვნაზე, რაც ყველასათვის უკვე ცხადია.
რაც შეეხება საქართველოში სამდღიან ვიზიტს, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანსა და პრემიერს შორის გამართული საუბარი ნებისმიერ კანონზე ან სხვა თვისობრივ საკითხებზე, უკვე არის მთავრობის ლეგიტიმაციის აღიარება და ოპოზიცია თავს ნუღარ იტყუებს. ამ ვიზიტის შემდეგ ოპოზიციის საპროტესტო აქციებმა მნიშვნელობა დაკარგა და ახლა სხვა თავსატეხი გამოუჩნდათ – როგორ განაგრძონ აქციები და შეინარჩუნონ პროტესტის მუხტი 20 იანვრამდე? როგორ აიძულონ დონალდ ტრამპი, რომ გაჰყვეს წინამორბედის პოლიტიკას საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ?
ვნახეთ, რა პოლიტიკურ ინოვაციებს შემოგვთავაზებენ პოლიტიკურად გაკოტრებული ქუჩის აქტორები?” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტის გადაწყვეტილება დემოკრატიის შეზღუდვა კი არა, მისი დაცვის ნაბიჯია. ეს კანონი გარანტიაა, რომ პოლიტიკაში დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც სახელმწიფოს ემსახურება და არა უცხო ინტერესებს

ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ

როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე” – რატი იონათამიშვილი EPDE-ის ანგარიშზე