კობახიძე თვლის, რომ გომელაურის ნაცვლად გახარია უნდა დაასანქცირონ? – ახსოვს, თუ არა, მას, რომ ივანიშვილმა გახარია 20 ივნისის მერე დააწინაურა?

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვახტანგ გომელაურისა და ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნების დასანქცირების შემდეგ, საქართველოს იზოლირებული პრემიერი, პირველ კომენტარს აკეთებს და შტატების გადაწყვეტილებას “ანტიქართულად” აცხადებს.
იგი ამტკიცებს, რომ გომელაური მოქმედებდა და მოქმედებს მაღალი სტანდარტით, ხოლო, გიორგი გახარიას დროს, ადამიანებმა მიიღეს დაზიანებები მაშინ, როცა ამის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი.
ს, რომელიც ახლა ლამის ითხოვს გახარია დაასანქცირონ გომელაურის ნაცვლად, ავიწყდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა, 20 ივნისის მერე გიორგი გახარია პრემიერობამდე დააწინაურა და იგი იყო მისი, როგორც ოცნების გუნდის წევრის, ლიდერი.
შესაბამისად, დროის მანქანაც რომ გამოიგონოს, უკან დაბრუნდეს და გახარია დაასანქცირებინოს, სანქციები მაინც ქართულ ოცნებაზე და მის პასუხისმგებლობაზე აისახება.
ეს საკითხიც მანამდე განიხილებოდა აქტიურად, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა ჩვენი გადაწყვეტილება დააჩქარა. ეს (სანქციები) არის მორიგი ანტიქართული გადაწყვეტილება. აქაც ჩანს არაფორმალური გავლენები. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოში მოქმედებს ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით, გვაქვს კონკრეტული მაგალითები. გახარიას მინისტრობის პერიოდში 7-მა ადამიანმა უმძიმესი დაზიანება მიიღო, რისი აუცილებლობაც არ არსებობდა, მაგრამ მათი ფავორიტის, გახარიას მოქმედებების შედეგად, 7-მა ადამიანმა ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დაზიანება მიიღო. არსებობს ორმაგი სტანდარტი. დღეს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი შსს დაასაქნცირეს, მაგრამ თავის დროზე ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, არ დაუსანქცირებიათ. რაც შეეხება ჩვენს რეაგირებას სანქციებზე, თუკი რომელიმე მოხელეს წარმოექმნება რაიმე ფინანსური დანაკლისი, ქართული სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას,” – აღნიშნა კობახიძემ.