აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს რეგიონული როუმინგის შეთანხმებას

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს როუმინგის შესახებ რეგიონული ხელშეკრულების გაფორმებას. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
მანამდე რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ქვეყანა შესაძლოა შეთანხმდეს ამ ქვეყნებს შორის როუმინგის საფასურის ეტაპობრივ შემცირებაზე.
მინისტერიალის შედეგები სამეზობლო და გაფართოების საკითხებში კომისარმა ოლივერ ვარჰეიმ შეაჯამა ბრიუსელში. მინისტერიალს ესწრებოდნენ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ ევროკავშირი, წევრი ქვეყნები და პარტნიორები აძლიერებენ ძალისხმევას აღდგენის პროგრამის რეალიზების, სტაბილურობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეფორმისთვის, ასევე რეფორმების პროგრამების განსახორციელებლად და მთელ რეგიონზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მიმდინარე ზემოქმედების განსახილველად. მინისტრებმა განიხილეს თანამშრომლობის სფეროები, მათ შორის კომუნიკაციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, მწვანე და ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლა, ასევე ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოების, კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების საკითხები.
მინისტრებმა მხარდაჭერა გამოხატეს 2024 წლის კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებების მიმართ, განსაკუთრებით რეგიონული როუმინგის, საგზაო უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის სფეროებში.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი სომხეთში დამკვირვებელთა რაოდენობას 138-დან 209-მდე გაზრდის. ამის შესახებ ჟოზეპ ბორელმა განაცხადა და დასძინა, რომ „ არსებობს რეგიონში მშვიდობის მიღწევის ისტორიული შანსი“.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით