ოპოზიცია, ოთხი რადიკალური პარტია სინამდვილეში მეორადი ძალებია და არ მგონია, რომ მეორად ძალებთან დიალოგს რაიმე აზრი ჰქონდეს, გვირჩევნია, მათ პატრონებთან გავმართოთ დიალოგი, რასაც ალტერნატივა არ აქვს

ოპოზიცია, ოთხი რადიკალური პარტია სინამდვილეში მეორადი ძალებია და არ მგონია, რომ მეორად ძალებთან დიალოგს რაიმე აზრი ჰქონდეს, გვირჩევნია, მათ პატრონებთან გავმართოთ დიალოგი, რასაც ალტერნატივა არ აქვს
არ მგონია, რომ მეორად ძალებთან დიალოგს რაიმე აზრი ჰქონდეს, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, რა თემაზე დიალოგისთვის არის მზად ხელისუფლება ოპოზიციასთან.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დიალოგი მნიშვნელოვანია, თუმცა ოპოზიცია სინამდვილეში მეორად ძალას წარმოადგენს.
„ჩვენი ოპოზიცია, ეს ოთხი რადიკალური პარტია სინამდვილეში მეორადი ძალებია. მათ ჰყავთ საკუთარი პატრონი და ჩვენ გვირჩევნია, მათ პატრონებთან გავმართოთ დიალოგი, რასაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ აუცილებლად გვექნება ამ ოთხი პოლიტიკური პარტიის უფროსებთან დიალოგი მომდევნო კვირების განმავლობაში. ჩვენ საუბარი გვქონდა მათ შორის „დიფ სთეითზე“ და ასეთ რაღაცებზე.
დიდი იმედი გვაქვს, რომ თვის ბოლოდან ვითარება შეიცვლება. ეს მარტივი არ იქნება. რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპისთვისაც არ იქნება ადვილი „დიფ სთეითის“ დამარცხება. თუ ის შეძლებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას, შეიძლება, დიალოგი აღარც გახდეს საჭირო და მარტივად აღდგება სამართლიანობა. შევხედოთ, როგორ განვითარდება პროცესები“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას