რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში ბავშვებს უკრაინის გერბითა და დროშით გადასცეს სიგელი

რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში #137-ე საბავშვო ბაღის ფიზკულტურის მასწავლებელსა და დირექტორს სამსახურიდან წასვლა მოუწიათ. როგორც განათლების საქალაქო სამმართველოში განაცხადეს, „დაუშვებეული სიტუაციის გამო“.
მასწავლებლისა და დირექტორის გადადგომის მიზეზი ბავშვებისთვის, შეჯიბრის შემდეგ გადაცემული სიგელები გახდა. რუსულის ნაცვლად, მათზე უკრაინული გერბი და დროშა აღმოჩნდა, წერს „მედუზა“.
სიგელები მალევე ამოიღეს და დაიწყეს მომხდარის გარემოებების კვლევა, ამბობენ უწყებაში. „საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა თანამშრომელთან ჩავატარებთ გასაუბრებას. აგრეთვე გაიმართება რუსეთის სიმბოლიკის ცოდნის გამოცდები“, – განაცხადა სამმართველოს წარმომადგენელმა.
მომხდარს ქალაქის მერი სერგეი კრავჩუკიც გამოეხმაურა. სწორედ მან თქვა, რომ დირექტორმა და მასწავლებელმა, გააცნობიერეს რა პასუხისმგებლობა მომხდარის გამო, სამსახურიდან წასვლის შესახებ დაწერეს განცხადებები. მერმა ბოდიში მოუხადა ბაღის აღსაზრდელებს და მათ მშობლებს. მანვე აღნიშნა, რომ გადაწყვიტა, დამატებითი ღონისძიებები გაატაროს ქალაქის სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში “პატრიოტული აღზრდისთვის”.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”