“ჩვენც ისეთი ბედნიერები ვართ ამათთან ერთად” – აკა სინჯიკაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

ქველქმოქმედი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს.
“ჩვენც ისეთი ბედნიერები ვართ ამათთან ერთად რადგან არავინ და არსად არ შეუშვა სახლში ქუჩიდან უსახლკარო ავადმყოფები, ვუპოვეთ ადგილი, სადაც დავდგით სახლი-კონტეინერი დაუდგენელი მფლობელის მიწაა და თუ გასხვისდა, სხვა ადგილს მოვუძებნით.
ქუჩაში ამდენი ხნის ცხოვრების შემდეგ, ავადმყოფ დედა-შვილს, თავის სახლში სძინავთ. ამაზე მაგარი საყურებელი საერთოდ არაფერი არ არის.
დენი მეზობელმა ბიჭებმა მოგვცეს, არც უფიქრიათ ისე დაეხმარნენ და გამოუყვანეს თავისი სახელოსნოდან, სადაც თვითონაც თავდაუზოგავად შრომობენ ყველა წვრილმანი, ადგილზე რაც დაგვჭირდა, ყველაფერი უფასოდ მოგვცა იქვე, პატარა სამშენებლო მასალების მაღაზიის გამყიდველმა. ბებოს ახალი ელექტრო ეტლი აჩუქა მარიამმა ლევანმა თავისი სატვირთო მანქანით თვითონ გადაიტანა ყველაფერი.
და მადლობა სადგურის სასტუმროს, სადაც შეუშვეს და ამდენი ხნით დაიტოვეს ავადმყოფები და დრო მოგვცეს ამ ყველაფრის გასაკეთებლად.
ჩემი აზრით, ამ ადამიანებით არის გადარჩენილი ეს ქვეყანა.
თქვენ, სათითაოდ ყველას, უზარმაზარი მადლობა.
ყველაფერი გამოვიდა. – წერს აკა სინჯიკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით