– მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რომელიც სამწუხაროდ, დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, შანტაჟზე

მთელი ამ ხნის განმავლობაში, [დასავლეთიდან] ვისმენთ განცხადებებს, რომელიც სამწუხაროდ, დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, შანტაჟზე, საზოგადოების გახლეჩვის მცდელობაზე, პოლარიზაციის გაღრმავებაზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამის უკან „დგას ჩვენი მყარი, პრინციპული პოზიცია, რომ დავიცავით ქვეყანა და მისი ინტერესი“.
„მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რომელიც სამწუხაროდ, დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, შანტაჟზე, საზოგადოების გახლეჩვის მცდელობაზე, პოლარიზაციის გაღრმავებაზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ რატომ გვინდა ევროპა, ევროპული მომავალი და დასავლეთი – ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოუდგენია, რომ ევროპა არის სამართლიანობა, სადაც იცავენ ადამიანის უფლებებს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, საკუთრების უფლებას. დღეს ნახეთ, როგორი არასამართლიანი დამოკიდებულებაა საქართველოსთან მიმართებით. გავიხსენოთ კანდიდატის სტატუსი, როგორ გვაშანტაჟებდნენ, გავიხსენოთ თუნდაც ახლა, რამდენიმე დღეა, მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნის თემა. მუდმივი შანტაჟი, მუდმივი შეურაცხყოფა, მუდმივი სიცრუე წარმოუდგენელია და ამის უკან ხომ ვიცით, რაც დგას?! – დგას ჩვენი მყარი, პრინციპული პოზიცია, რომ დავიცავით ქვეყანა, მისი ინტერესი და ის, რომ არ მივეცით ვიღაცებს საშუალება, საქართველო გამოყენებული ყოფილიყო და ქვეყანაში ყოფილიყო ის ვითარება, რაც, სამწუხაროდ, დღეს უკრაინაშია. დავიცავით ეროვნული ინტერესი, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება ქვეყანაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან წულაძე: ყველას, ვისაც გულის მაგივრად ჩვარი არ გიდევთ მკერდში, დაეხმარეთ შესანიშნავ ონლაინ მედიას, მე გაზეთს ვუძახი მაინც, ონლაინ გაზეთს – „ბათუმელები“, რომელსაც არ აქვს ფული, ანუ პატიოსანი ხალხია

იაგო კაჭკაჭიშვილი – არ გამოვრიცხავ, თავად ივანიშვილის ხედვა იყოს, რომ მისი ფიგურა, პოლიტიკური ბიოგრაფიით გამსახურდიასა და კოსტავას თანაზომიერია, თუმცა ზვიადი და მერაბი რომ ეროვნულ მოძრაობას ედგნენ სათავეში, მაშინ ის რუსეთში აკეთებდა ბიზნესს