ალენ ბერსე – ქმედებები, რომელიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, არის მყისიერად საჭირო

შემდეგი კვირის დასაწყისში CPT-ის (წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ევროპული კომიტეტი) წინასწარი დასკვნები იქნება გაზიარებული სახელმწიფოსთან – ქმედებები, რომელიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, არის მყისიერად საჭირო, – ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ განაცხადა.
ბერსეს განმარტებით, ის ადამიანის უფლებათა კომისარს გააცნობს ვიზიტის შესახებ დეტალებს, რომელიც საქართველოში ძალიან მალე ვიზიტს გეგმავს.
„ძვირფასო წარმომადგენლობა, მინდა გითხრათ მოკლედ რა მოხდება შემდეგ:
მე რომ სტრასბურგში დავბრუნდები, მე საქმის კურსში ჩავაყენებ ყველა წევრ სახელმწიფოს – ევროკავშირს და სხვა ყველა პარტნიორს, ამ ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით. ასევე, მე მივაწვდი ინფორმაციას ადამიანის უფლებათა კომისარს, რომელიც საქართველოში ძალიან მალე ვიზიტს გეგმავს. რა თქმა უნდა, საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი იანვარში გეგმავს ჩამოსვლას, ასევე კონგრესი – ადგილობრივი და რეგიონალური უწყებებისა, საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.
შემდეგი კვირის დასაწყისში CPT-ის წინასწარი დასკვნები იქნება გაზიარებული სახელმწიფოსთან. ქმედებები, რომელიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, არის მყისიერი, მყისიერად არის საჭიროება. CPT-ის შემდგომი ვიზიტი შეიძლება, ასევე განხორციელდეს უახლეს კვირებში.
ჩვენ შევქმნით ერთობლივ სამუშაო ჯგუფს ქართველ მხარეებთან ერთად იმისათვის, რომ ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი იქნას შეცვლილი.
ჩვენი სამოქმედო გეგმის მიხედვით მთავარ, პრიორიტეტულ სფეროებზე გავაკეთებთ აქცენტირებას. ეს არის სამოქალაქო საზოგადოება, მართლმსაჯულება, საარჩევნო უფლებები, ციხე, პრობაცია.
საქართველოს ადგილი იყო, არის ევროპაში. საქართველო არის ევროპის საბჭოს წევრი. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიულ გზაზე და მსვლელობაზე“, – განაცხადა ალენ ბერსემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“