ბორჯომის მერიამ, ახალ წელთან დაკავშირებით, 753 ბენეფიციარს ფულადი დახმარება გაუწია

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტისაგან, 753 ბენეფიციარს ფულადი დახმარება გაეწია.­
ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
„ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი 25-მდე სოციალური პროგრამის ფარგლებში, აღნიშნული დახმარება გაეწიათ: მრავალშვილიან ოჯახებს – 109; 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს -110; მარტოხელა მშობლებს – 109; დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებს – 3; დიდ სამამულო ომში გარდაცვლილთა ოჯახის წვერებს – 2; ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს – 58; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მონაწილე ვეტერანებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს) – 39; საქართველოს მთლიანობისათვის ომის შშმ ვეტერანებს (მათ შორის დევნილებს) – 26; ავღანეთის ომის ვეტერანებს – 25; ჩერნობილის ავარიის დროს მოწამლულ პირებს – 5; 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევისას მოწამლულ პირებს -1; 18 წლის ზემოთ I ჯგუფის შშმ პირებს – 266.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი გილოცავთ შობა-ახალ წელს!,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.