დღეს -მ და ევროკავშირმა მყისიერად მიიღეს თავიანთ ქმედებაზე ის პასუხი, რასაც იმსახურებდნენ თავმოყვარე სახელმწიფოს მხრიდან, მათი ბოლოდროინდელი უღირსი ნაბიჯების გამო

დღეს -მ და ევროკავშირმა მყისიერად მიიღეს თავიანთ ქმედებაზე ის პასუხი, რასაც იმსახურებდნენ თავმოყვარე სახელმწიფოს მხრიდან, მათი ბოლოდროინდელი უღირსი ნაბიჯების გამო
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ აშშ-მ და ევროკავშირმა მიიღეს პასუხი, რასაც იმსახურებდნენ თავმოყვარე სახელმწიფოს მხრიდან, საქართველოს მიმართ მათი ბოლოდროინდელი უღირსი ნაბიჯების გამო. მისივე თქმით, აშშ-ს და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ოფიციალურ პირებზე, განსაკუთრებით ხელმძღვანელებზე, სანქციების შემოღება, სხვა არაფერია თუ არა შურისძიება იმის გამო, რომ მათ არ დაუშვეს ჩვენი კონსტიტუციური წყობის დამხობა დასავლეთიდან დასპონსორებული და მხარდაჭერილი მათი აქაური აგენტურის მიერ.
„აშშ-ს და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ოფიციალურ პირებზე, განსაკუთრებით ხელმძღვანელებზე, სანქციების შემოღება, არის სხვა არაფერი თუ არა შურისძიება იმის გამო, რომ მათ არ დაუშვეს ჩვენი კონსტიტუციური წყობის დამხობა დასავლეთიდან სპონსირებული და მხარდაჭერილი მათი აქაური აგენტურის მიერ. დღეს მათ მყისიერად მიიღეს თავიანთ ქმედებაზე ის პასუხი, რასაც იმსახურებდნენ თავმოყვარე სახელმწიფოს მხრიდან, მათი ბოლოდროინდელი უღირსი ნაბიჯების გამო ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩემი აზრით, ამ ყოველივეს შემდეგ აქტუალობა დაკარგა ლოზუნგმა „ღირსებით ევროპაში“ რადგანაც შეუძლებელია ღირსებით შეხვიდე იმ გაერთიანებაში, რომელმაც ნებაყოფლობით აჰყარა საკუთარ თავს ღირსება“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება